ძვირფასო ავტორებო, „საგამომცემლო სახლი ტექნიკური უნივერსიტეტი“ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, საქმიანობას არ წყვეტს. გვსურს მოგახსენოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ონლაინ თანამშრომლობის შედეგად 9 წიგნისა და 7 სამეცნიერო სტატიის ონლაინ რედაქტირება და კორექტირება შევძელით - სახლიდან გაუსვლელად შევქმენით სასტამბო მაკეტები.
გთხოვთ, კიდევ უფრო მეტად იაქტიუროთ, რათა ჩვენს სტუდენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის მხრივ.
ჩვენი ელ. ფოსტა იგივეა: sagamomcemlosakhli@yahoo.com
#დარჩისახლში