ტექნიკური უნივერსიტეტი უცხოეთში სასწავლებლად მყოფი სტუდენტებისთვის გარკვეულ შეღავათებს დააწესებს

ტექნიკური უნივერსიტეტი უცხოეთში სასწავლებლად მყოფი სტუდენტებისთვის გარკვეულ შეღავათებს დააწესებს

17-03-2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმ სტუდენტებს, რომლებიც „ერაზმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში იმყოფებიან, ასევე, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციისა (CERN) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საერთაშორისო პროგრამებში არიან ჩართული, გარკვეულ შეღავათებს დაუწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, ის სტუდენტები, რომლებიც ამ ეტაპზე, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, იძულებულნი არიან „ერაზმუს პლუსის“ პროგრამით უცხოეთის უნივერსიტეტებში მიმდინარე სასწავლო პროცესი, ასევე, CERN-ისა და DAAD-ის საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში მიმდინარე სასწავლო-კვლევითი სამუშაოები ვადაზე ადრე შეწყვიტონ, საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუფერხებლად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და ისარგებლებენ ინდივიდუალური გრაფიკით. 

გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ამ კატეგორიის სტუდეტებისთვის სხვადასხვა საშეღავათო ღონისძიების შემუშავებისა და ამოქმედების საკითხს განიხილავს.


 

სიახლეებში დაბრუნება