საგრანტო სამეცნიერო პროექტი - ,,მდინარე მტკვრის აუზში კაშხლების რისკების მართვისა და გამაფრთხილებელი სისტემების სამოქმედო გეგმის დამუშავება“

საგრანტო სამეცნიერო პროექტი - ,,მდინარე მტკვრის აუზში კაშხლების რისკების მართვისა და გამაფრთხილებელი სისტემების სამოქმედო გეგმის დამუშავება“

17-03-2020

2020 წლის 13 მარტს ნატოს პროგრამის (NATO Science for Peace and Security (SPS) Programme) მოთხოვნების შესაბამისად ჩესტოხოვას ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა (პოლონეთი) წარადგნია საგრანტო სამეცნიერო პროექტი - ,,მდინარე მტკვრის აუზში კაშხლების რისკების მართვისა და გამაფრთხილებელი სისტემების სამოქმედო გეგმის დამუშავება“ .

სამწლიანი სამეცნიერო მუშაობის შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინციატივით შემდგარმა ოთხი ქვეყნის სამეცნიერო კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაშიც არის საქართველოდან: საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), სტუ-ს ცოტნე მირხცულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, გაეროს სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს წევრი (ECOSOS) - ა(ა)იპ ,,გარემოს დაცვის ეკოცენტრი“, პოლონეთიდან - ჩესტოხოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და პოლონეთის სამხედრო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აზერბაიჯანიდან: აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი, შპს ,,ამირ ტექნიკური სერვისი“, ხოლო უკრაინიდან - უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მელიორაციისა და წყლის პრობლემების ინსტიტუტი დაასრულა მუშაობა და ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში წარადგინა სამეცნიერო პროექტი დაფინანსების მოპოვების მიზნით.

საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირხცულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ნატოს პროექტის თანადირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი აღნიშნავს, რომ ინსტიტუტს ამ მიმართულებით 90 წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია და ნატოს ორგანიზაციის მიერ პროექტის დაფინანსების შემთხვევაში სამეცნიერო სამუშაოები დაიწყება 2020 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2023 წლის შემოდგომაზე. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 344 000 ევროს.

პროფესორი გივი გავარდაშვილი აღნიშნავს, ამ პროექტის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგან მეცნიერული სამუშაოები ეხება მდინარე მტკვრის აუზში წყლის რესურსებისა და მაღლივი კაშხლების უსაფთხოების რისკ ფაქტორების მართვის ინოვაციური ჰიდროდიმანიკური მოდელების დამუშავებას თანამდეროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

  

ქ. ვარშავაში და ქ. ჩესტოხოვაში (პოლონეთი)   პროექტზე მუშაობისას.

 

 

სიახლეებში დაბრუნება