კონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ 5 ივნისამდე გადაიდო

კონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ 5 ივნისამდე გადაიდო

13-03-2020

ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“,  რომელიც სამეცნიერო საგანმანათლებლო კონფერენციას, საჯარო ლექციებს, გამოფენებსა და ვორქშოფებს მოიცავს, ქვეყანაში გავრცელებული კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გადაიდო.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია, რომელიც  4 აპრილს 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში უნდა გამართულიყო,  5 ივნისს ჩატარდება. 


კონფერენციის დღის წესრიგი: 

5 ივნისი 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზი.  თბილისი, გუდიაშვილის  ქ №7

თემა - „ჩვენ გვჭირდება სრულიად განსხვავებული ქალაქი“. 

 

გამოფენები: 

6 ივნისი  – 17 ივნისამდე    საქართველოს ეროვნული მუზეუმი.  გალერეა „ქარვასლა“, სიონის ქ. 8.

1) - 6 ივნისი 15.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე - არქიტექტურული ხმების გამოფენა  - „ჩვენ გვჭირდება სრულიად განსხვავებული ქალაქი“, რომელსაც წარმოადგენს ამერიკელი არქიტექტორი, არქიტექტურის კრიტიკოსი,  ელექტრონული არქიტექტურული ჟურნალის „ARCHDAILY“ - ის წამყვანი ჟურნალისტი, პუბლიცისტი ვლადიმირ ბელოგოლოვსკი;

2)- 6 ივნისი,  16.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე.

ავსტრალიელი არქიტექტორის ჰარი საიდლერის გამოფენა თემაზე - „არქიტექტურისკენ მიმართული მხატვრობა“, რომელსაც კურირებს ვლადიმირ ბელოგოლოვსკი;

3) - 6 ივნისი 17.30 სთ-დან 18.30 სთ-მდე.

თანამედროვე ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ტრანსფორმაციები. წარმოდგენილია ინჟინრული აზრის, “we Scan”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბ-ლაბის მიერ;

7 ივნისი 11.00 სთ-დან 12.00 სთ-მდე. აუდიტორია C - 405.

სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე

საჯარო ლექცია: ვლადიმირ ბელოგოლოვსკი - „ჩვენ გვჭირდება სრულიად განსხვავებული ქალაქი“.

 

ვორქშოპები:

გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტური განაცხადების მიღების საბოლოო ვადა - 12 აპრილი. 

მონაწილეობის დადასტურება 14 აპრილი . 

ვორქშოპი ჩატარდება აუდიტორია C – 303.

სამუშაო პროცესი მოიცავს 16  აპრილიდან   3 მაისამდე პერიოდს.  

სტუდენტური ვორქშოპი თემაზე არქიტექტურული ასოციაციები - „ჩვენ გვჭირდება სრულიად განსხვავებული ქალაქი“.

ვორქშოპის ორგანიზატორი  მაია დავითაია, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი; 

მონაწილეები და საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან საპატიო სიგელებით კონფერენციაზე  4 აპრილს,  საჯარო ბიბლიოთეკაში

ვორქშოპი თემაზე - თანამედროვე ტექნოლოგიები რეკონსტრუქციაში. მის: გალერეა „ქარვასლა“,  სიონის ქ.8

6 აპრილი,  10:00 -13:00 სთ (ვორქშოპზე მოკლედ იქნება მიმოხილული და წარმოდგენილი 3D ლაზერული სკანირებისა და გრაფიკული ნახაზების შექმნის ძირითადი ეტაპები - გადაღება, მოდელირება,  ნახაზის შექმნა).

ვორქშოპის ორგანიზატორი - ასოციაცია „ინჟინრული აზრი“. განაცხადების მიღების საბოლოო ვადა - 12 აპრილი;  მონაწილეობის დადასტურება 14 აპრილი

 

ღონისძიებათა ციკლს კოორდინირებას უწევს ნინო ჩაჩავა n_chachava@gtu.ge

გთხოვთ, განაცხადები  გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე:

ასოციაციების ვორქშოპთან დაკავშირებით -, maia_davitaia@hotmail.com

თანამედროვე ტექნოლოგიები რეკონსტრუქციაში ვორქშოპთან დაკავშირებით: n_chachava@gtu.ge, archibiba@yahoo.com

კონფერენციასთან დაკავშირებით: gia_natsvlishvili@yahoo.com

 

სიახლეებში დაბრუნება