სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის მე-12-ე ნაკადისთვის გათვალისწინებული თარიღები შეიცვალა

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის მე-12-ე ნაკადისთვის გათვალისწინებული თარიღები შეიცვალა

12-03-2020 გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აღნიშნულ ბროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მიმდინარე წლის 14აპრილის ჩათვლით.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიანკარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არარის ორწელიწადზე მეტი.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტებს, გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ნიშნების ფურცელი და მოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.

მის.: კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი ,მე-2-ე სართული, ოთახი №266, სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი,
ტელ: 236 53 45.

იხილეთ ბმული: http://stajireba.gov.ge/News/1034

 

სიახლეებში დაბრუნება