სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებმა ინსტიტუტთაშორისი გაერთიანებული პირველი სხდომა ჩაატარეს

სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებმა ინსტიტუტთაშორისი გაერთიანებული პირველი სხდომა ჩაატარეს

12-03-2020

11 მარტს, ინსტიტუტთაშორისი სამეცნიერო სემინარის პირველი სხდომა გაიმართა,  სადაც  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.  კერძოდ,  სამეცნიერო სემინარზე მოხსენებით ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლები წასდგნენ. 

სემინარის მთავარი თემა იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები, ბუნებრივი რესურსები და მათი ოპტიმალური გამოყენების პერსპექტივები.

სემინარზე მოხსენებებით გამოვიდნენ ცნობილი მეცნიერები: ნოდარ ჭითანავა, გივი თალაკვაძე, ჯიმშერ გიორგობიანი.

აღნისნული თემის გარშემო დისკუსია გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ლომსაძემ და ვახტანგ კვარაცხელიამ.

სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სემინარის მორიგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 25 მარტს.

 

სიახლეებში დაბრუნება