2020 წლის 6 მარტს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ჟ. შარტავას სახელობის სასწავლო სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში მუდმივმოქმედი სამეცნიერო-ტექნიკური სემინარი ჩატარდა.
სემინარის ხელმძღვანელი პროფესორი გელა გოდერძიშვილი იყო.
სემინარის თემა იყო „კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით კარდიფისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრი, სტუ-ს დოქტორანტი გიორგი იაშვილი წარსდგა.