ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: ჩვენი სტუდენტებისთვის ჟიული შარტავას ცხოვრება მუდამ სამაგალითო იქნება

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: ჩვენი სტუდენტებისთვის ჟიული შარტავას ცხოვრება მუდამ სამაგალითო იქნება

06-03-2020


ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: ჩვენი სტუდენტებისთვის ჟიული შარტავას ცხოვრება მუდამ სამაგალითო იქნებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ საქართველოს პარლამენტში, პირველი ეროვნული გმირის, პარლამენტის ყოფილი წევრის - ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: ჩვენი სტუდენტებისთვის ჟიული შარტავას ცხოვრება მუდამ სამაგალითო იქნება7 მარტს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 75 წელი შეუსრულდებოდა. 

ღონისძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის კონოდარბაზში გაიმართა, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას ჟიული შარტავას ღვაწლსა და გმირობაზე ისაუბრა. 

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: ჩვენი სტუდენტებისთვის ჟიული შარტავას ცხოვრება მუდამ სამაგალითო იქნებაპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თავის გამოსვლაში შეეხო ჟიული შარტავას, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის გამორჩეულ ფენომენს, ვისი ცხოვრებაც მუდამ სამაგალითო იქნება მომავალი თაობისათვის. 

ღონისძიებაზე, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საზოგადოებას ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, საქართველოს ფოსტის მიერ 2020 წელს, პროექტის „ეროვნული გმირები“ ფარგლებში გამოშვებული საფოსტო მარკა წარუდგინა. საფოსტო მარკის მხატვრობა თამაზ ხუციშვილს, ხოლო დიზაინი გოგი ქართველიშვილს ეკუთვნის. 

ლევან ჩიკვაიძემ საფოსტო მარკის სამახსოვრო ეგზემპლარები ჟიული შარტავას ქვრივს, ლია შარტავასა და ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას გადასცა. 

ვახტანგ ყოლბაიამ  კონოდარბაზში მყოფ დამსწრე საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ბიუსტის ესკიზი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილია.  

ლია შარტავამ ქალაქის მუნიციპალიტეტის, მთავრობის და საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორების მიმართ მადლიერება გამოხატა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომელმაც ჟიული შარტავა წმ. გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ლია შარტავამ გამოთქვა სურვილი, რომ ჟიული შარტავას ბიუსტი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ დაიდგას, რადგან მან სწორედ ამ კედლებში აიდგა ფეხი და აქ  დაიწყო მოღვაწეობა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, თავის გამოსვლაში ჟიული შარტავას ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის სახელი უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და თანამედროვე სისტემებით აღჭურვილ ლაბორატორიულ კომპლექსს მიანიჭა. 

„ჟიული შარტავას სახელს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს, რომელიც უნიკალურია მრავალი პარამეტრის გამო. ამიერკავკასიაში ციფრული ტექნოლოგიების მსგავსი კომპლექსი და დიდი მასშტაბის სამეცნიერო-სასწავლო-საექსპერტო ლაბორატორია არ არსებობს. ლაბორატორიული კომპლექსში, რომელიც 4 000 კვ.მ ფართობს იკავებს, შესაძლებელია 700-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, მათ შორის ბირთვული კვლევევის საერთაშორისო ორგანიზაციათან (ცერნი). ჩვენი უნივერსიტეტისთვის დიდი პატივი იქნება, თუ ქალბატონი ლიას სურვილი რეალობა გახდება და საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ბიუსტი ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაიდგმება. ეს მართლაც დიდი მოტივაცია გახდება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პარლამენტარ ირაკლი კობახიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ჟიული შარტავას საზოგადოების საპატიო სიგელი გადასცა. 

ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულ, კინოდარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტის მუზეუმისთვის გამოყოფილი ფართი დაათვალიერა. ჟიული შარტავას ქვრივმა, ლია შარტავამ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის პარლამენტის წევრის მოწმობა და მისივე ხელით შევსებული სააღრიცხვო ბარათი გადასცა. ეროვნული გმირის პირადი ნივთი საქართველოს პარლამენტის მუზეუმში ექსპონატების სახით განთავსდება.

 

სიახლეებში დაბრუნება