საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია

09-03-2020

23-26 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია - “წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები” გაიმართება 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სასკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრი  2020 წლის 23-26 ივლისს ქ. თბილისში გეგმავს მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციას - “წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

შესაბამისი მიმართულებებით დაინტერესებულ დეპარტამენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და სამეცნიერო სტატიები დანართში მითითებული პირობების შესაბამისად წარმოადგინონ.

სტატიის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 მაისი. 

საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულში სტატიების გამოქვეყნების პირობები 

საერთაშორისო კონფერენციის დანიშნულებაა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ მოპოვებული ახალი მიღწევების, გამოკვლევათა მასალებისა და შედეგების ურთიერთგაზიარება და გამოქვეყნება.

კონფერენციის კრებულში შესაძლებელია გამოქვეყნდეს შემდეგი სამეცნიერო მიმართულების სტა­ტიე­ბი:

  • წყალთა მეურნეობა;
  • ჰიდროტექნიკა და მელიორაცია;
  • ჰიდროლოგია და მეტეოროლოგია;
  • გარემოს დაცვა;
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობა და რისკი;
  • მშენებლობა და არქიტექტურა;
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიე­რე­ბები.

კრებულში გამოსაქვეყნებელმა სტატიებ­მა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთ­ხოვნები:

1.  სტატია შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე;

2.  ინსტიტუტში შემოსულ სტატიას უნდა დაერთოს იმ დაწესებულების მიმართ­ვა, სადაც ნაშრომი იქნა შესრულე­ბული;

3.  სტატია მიიღება ელექტრონული ვერ­სი­ის სახით შემდეგ მისამართზე: gwmi1929@gmail.com. ecocenter1985@gmail.com. ფურცლის ფორ­მა­ტი - A4, ინტერვალი - 1,5 და შრიფტი - 12, მინდორი 25 მმ ფურცლის ოთხივე მხარეზე; სტატია შესრულებული უნდა იყოს DOC ფაილის სახით (MS Word), ჩაწერილი CD-R დისკზე. ინგლისური ტექსტისათ­ვის გამოყენებულ უნდა იქნეს შრიფტი - Times New Roman; ნახაზების ან ფოტოების კომპიუტერული ვარიანტი - JPG ან TIF ფორ­მატში გარჩევადობით 200-300 dpi;

4.  სტატია შედგენილ უნდა იქნეს შემდე­გი თანმიმდევრობით:

  • სამეცნიერო მიმართულება (მარჯვენა ზედა კუთხეში);
  • სტატიის სახელწოდება;
  • ავტორის (ან ავტორების) სახელი და გვარი, საკონ­ტაქტო პირის E-mail-ის მითითე­ბით;
  • ორგანიზაციის დასახელება, სადაც შესრულებულია ნაშრომი, საფოს­ტო მისამართის მითითებით;
  • შესავალი;
  • ძირითადი ნაწილი (კვლევის ობი­ექტი და მეთოდიკა);
  • დასკვნები და რეკომენდაციები;
  • გამოყენებული ლიტერატურა (არა უმეტეს 10-ისა);
  • საკვანძო სიტყვები 3 (ქართულ, რუსულ და ინგლისურ) ენაზე  (არა უმეტეს 6-ისა);
  • ანოტაცია 3 (ქართულ, რუსულ და ინგლისურ) ენაზე  (10-15 სტრიქონი).

5.  გამოყენებული ლიტერატურა წარმოდ­გენილი უნდა იქნეს შემდეგი თან­მიმ­დევრობით: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, შრომის დასა­ხე­ლება, კრებულის ან ჟურნალის დასა­ხელება და ნომერი, გამოცემის ადგილი (ქალაქი), წელი, გვერდები. გამოყენებული ლიტერატურის თანმიმ­დევ­რობა უნდა შეესაბამებოდეს სტა­ტი­ის ტექსტში მითითებულ ციტირე­ბას;

6. გამოსაქვეყნებლად დაწუნებული სტა­ტი­ები ავტორებს არ უბრუნდება.

 

სიახლეებში დაბრუნება