ტექნიკურ უნივერსიტეტში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ტექნიკურ უნივერსიტეტში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

09-03-2020


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა სასწავლო კორპუსის აუდიტორიებსა და დერეფნებში, ასევე, ადმინისტრაციულ კორპუსში სადიზენფექციო სამუშაოების ჩატარება უზრუნველჰყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.    

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განმარტებით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა მთლიანად დამუშავდა. ანალოგიური წესით, სასწავლო პროცესის განახლებამდე, სადიზინფექციო სამუშაოების მეორე ეტაპიც ჩატარდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა, ასვე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების  რეკომენდაციათა გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 16 მარტამდეა შეჩერებული.

 

სიახლეებში დაბრუნება