კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში სადიზენფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში სადიზენფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

02-03-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის აუდიტორიებსა და დერეფნებში, ასევე, ადმინისტრაციულ კორპუსში სადიზენფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა. 

ტექტორის განმარტებით, პირველ ეტაპზე სადეზინფექციო საშუალებებით ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა დამუშავდა. ანალოგიური წესით, ეტაპობრივად დამუშავდება უნივერსიტეტის სხვადასახვა სასწავლო კორპუსი.  

"საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ავტონომიის ფარგლებში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, 16 მარტამდე სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, გავითვალისწინეთ საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დავიწყეთ სადეზიფენქციო სამუშაოები უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსში", - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა, ასვე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების  რეკომენდაციათა გათვალისწინებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 2-დან 16 მარტამდეა შეჩერებული.


 

სიახლეებში დაბრუნება