ჟურნალი "LegalEF" იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სტატიების მიღებას აცხადებს

ჟურნალი "LegalEF" იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სტატიების მიღებას აცხადებს

21-02-2020

იურიდიული განათლების ფონდი  საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების  სამართლის მიმართულების  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის  ელექტრონული ჟურნალის გამოცემას "LegalEF" იწყებს და პირველი ნომრისთვის  სტატიების მიღებას აცხადებს. 

 ნაშრომის  თემაა - "კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემა და ადამიანის უფლებები".

სტატიების მიღების ბოლო ვადა - 2020 წლის 15 მარტია. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული  

ჟურნალი ასევე მიიღებს აკადემიურ თარგმანებს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით.

სტატიები მომზადებული უნდა იყოს MS Word (.doc) ფორმატში, შრიფტი - „Acad Nusx Geo”, შრიფტის ზომა -12, ხაზებს შორის დაშორება 1.15. სტატიის ზომა - დაახლოებით 10 გვერდი (არ უნდა იყოს 5 გვერდზე ნაკლები და არ უნდა აღემადებოდეს 20 გვერდს). სტატიები უნდა იყოს ანალიტიკური და მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქართულ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა.

სტატიები, რომლებიც არ იქნება ტექნიკურად გამართული, ავტომატურად გამოეთიშება შესარჩევ ეტაპს.

სტატიებს აგზავნით ელექტრონულ მისამართზე: Foundationedupract@gmail.com

“subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ „LegalEF N1”.

სტატიებს ასწორებს  სამი შემფასებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

სტატიის სტრუქტურა

თემის მომცველობა

არგუმენტირებულობა

ორიგინალობა

ზოგადი განათლება

სამივე შემფასებლის მიერ დაწერილი ქულები შეჯამდება და გამოვლინდება გამარჯვებულთა სია.

 სტატიის გამოგზავნისას დოკუმენტს მიუთითეთ  ავტორის  სახელი და გვარი დააწეროთ და სტატიის ბოლოს აუცილებლად მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა.

“LegalEF”-ის სარედაქციო საბჭო განიხილავს მიღებულ სტატიებს და ავტორებს საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს არაუგვიანეს 1 აპრილისა.

შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ჟურნალ “LegalEF”-ის N1 ნომერში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე Foundationedupract@gmail.com ან Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/LegalEducationFoundation/

 

სიახლეებში დაბრუნება