ივნისში საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე - "ძალადობა" გაიმართება

ივნისში საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე - "ძალადობა" გაიმართება

21-02-2020

2020 წლის ივნისში,  ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის ორგანიზებით  იგეგმება საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარება თემაზე - "ძალადობა".

გამომდინარე იმისა,  რომ თავისუფლების რეალიზება, როგორც ღირებულება და დემოკრატიის ფუძემდებლური პრონციპი თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.

რწმენა და გამოხატვა, ასოციაციებსა და ორგანიზაციებში მონაწილეობა, კანონის უზენაესობა, ინდივიდუალობა შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. თავისუფლების რეალიზება ტოტალურად განწყობილი ძალების მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობის რთულ და მრავალკომპონენტიან ფრონტს აწყდება.

ამის მიზეზები: ზოგჯერ - განათლების დონეშია საძიებელი, ზოგჯერ - სიღარიბეში, ზოგჯერ - სახელმწიფოთა შორის არსებულ მტრობაში.

ეს ყველაფერი ძალადობის და აგრესიის ფორმით ვლინდება და ადამიანის მთავარი ღირებულების თავისუფლების განადგურებას ცდილობს.

აქედან გამომდინარე,  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ტარდება  კონფერენცია.

სიმპოზიუმის სამუშაო სექციებია:

სამართლის და პოლიტიკის სექცია: სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, სახელმწიფო მართვა და პოლიტიკური მეცნიერებები.

ჰუმანიტარული და სოციალური სექცია: რელიგია, კულტურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ისტორია, სამოქალაქო განათლება.

საინფორმაციო-ტექნოლოგიების სექცია: კიბერდანაშაული, ეკოლოგია.

სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობისთვის ინფორმაცია დელეგატის შესახებ უნდა მიაწოდონ 1 მარტამდე.

აღსანიშნავია, რომ არაწევრი უნივერსიტეტებისთვის მონაწილეობის ღირებულება ფასიანია და შეადგენს 200 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით  ელენე დოხნაძეს ნომერზე:  598 16 02 96 

 

სიახლეებში დაბრუნება