კომპანია „რეტკო“ ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

კომპანია „რეტკო“ ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

20-02-2020

ქ. რუსთავში არსებული, ელექტროტექნიკური კომპანია „რეტკო“  საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის  ანაზღაურებად სტაჟირებას (III ნაკადი)  აცხადებს.

კომპანიის საქმიანობა ითვალისწინებს ელ. გადამცემი ხაზების პროექტირებასა და მშენებლობას, ასევე ელექტრო გამანაწილებელი მოწყობილობების დამზადებას და მონტაჟს.

დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა  აქვთ მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება 0,4; 6; 10; 35 კვ ძაბვის ქსელებისა და ელ. გამანაწილებელი მოწყობილობების პროექტირებისა და წარმოების მიმართულებით.

 აღსანიშნავია, რომ   სტაჟირება ასევე მოიცავს საბაზისო თეორიული კურსების გავლას შემდეგი მიმართულებებით:

  1. ელექტრული წრედების თეორია;

  2. ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება;

  3. ელ. სადგურებისა და ქვესადგურების მოწყობილობები;

  4. ელექტრომოწყობილობების დიაგნოსტიკა;

  5. უსაფრთხოების წესები.

ცნობისათვის, განიხილება მხოლოდ რუსთავში ან რუსთავთან ახლოს მცხოვრები კანდიდატები.

სამუშაო გრაფიკი  შეთანხმებული იქნება  სტუდენტებთან, ისე რომ  მათ  ლექციებზე დასწრება მაქსიმალურად შეძლონ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გააგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@retco.ge, ხოლო სათაურის ველში მიუეთიეთ „სტაჟირება“.

მსურველებმა დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საკონტაქტო პირს: თეონა მაისურაძე   +995 595 085 700

 

სიახლეებში დაბრუნება