2020 წლის 15 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რიგით მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „მსოფლიო და კავკასია“ უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია რვა მიმართულება:
კონფერენცია წარიმართება სამ ენაზე: ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი ითვალისწინებს: მოხსენებას - 15 წუთი; მსჯელობას - 5 წუთი.
კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობაც.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური:
საქართველოს მოქალაქეებისათვის - 70 ლარი
უცხოელებისათვის - 70 ევრო
საბანკო ანგარიში: „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი : TBCBGE22
ანგარიშის № GE71 TB76 2753 6020 10000 4
კონფერენციის მონაწილეთათვის თანხის გადახდის ბოლო ვადა - 25 აპრილია.
სარეგისტრაციო მოსაკრებელი ითვალისწინებს:
მოხსენებათა თეზისების გამოქვეყნებას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მსოფლიო და კავკასია“ შრომათა თეზისების კრებულში; კონფერენციის პროგრამა, სერთიფიკატი, ბეიჯი, ფურშეტი.
კონფერენციისთვის მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.
ღონისძიებაში მონაწილეობაზე დადებითი პასუხის შემდეგ, რის შესახებაც საორგანიზაციო კომიტეტისაგან მომხსენებლებს ეცნობებათ , მსურველმა უნდა გადაიხადოს მონაწილეობის საფასური, წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი პირადად ან ელ.ფოსტაზე და გამოაგზავნოს ქვითრის სკანირებული ვერსია.
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 აპრილია.
ელ.ფოსტა: conference-stu@mail.ru
კონფერენციის პროგრამა და სერთიფიკატები დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს.
ტელ: 595 29 89 07; 595 96 00 35
შიდა ტელ.: 66 86