საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მუშაობას შეუდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მუშაობას შეუდგა

17-02-2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მუშაობას შეუდგა 2020 წლის 17  თებერვლიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ახლადარჩეული რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილებას აღსრულებას შეუდგა. იმავე დღეს პროფესორი დავით გურგენიძე ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.

მანამდე, კი  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რექტორი სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ფაკულტეტების დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის რანგში, ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა შეაჯამა.

გარდა ამისა, ახლადარჩეულმა რექტორმა სიტყვით გამოსვლისას, უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

როგორც პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინტერნაციონალიზაციის ზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ სრულყოფას, ასევე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტისა და ცნობადობის ზრდას.

პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. მან ამ  თანამდებობაზე წინამორბედი რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი  შეცვალა.

ცნობისათვის, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში მიმდინარე წლის 27 იანვარს ჩატარდა. ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორად სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით გურგენიძე  აირჩიეს. აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან მას ხმა მისცა 38 წევრმა, ხოლო 1 წევრი არ გამოცხადდა.

 

სიახლეებში დაბრუნება