არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი სტუდენტებს მოხალისეობრივ პროგრამას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი სტუდენტებს მოხალისეობრივ პროგრამას სთავაზობს

14-02-2020

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი იწვევს სტუდენტებს 3 თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში ჩასართავად. 

ორგანიზაცია დაარსდა 2009 წელს და მას შემდეგ, მოხალისეთა მეშვეობითა და ხელშეწყობით, ეხმარება მათ, ვისაც  დახმარება სჭირდებათ.

მოხალისეობა, გარდა კეთილი საქმის კეთებისა, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გაიღრმავონ ცოდნა და დაეუფლონ ახალ უნარ-ჩვევებს. მოხალისეობა არის საუკეთესო შანსი, რომ ნაყოფიერად გამოვიყენოთ თავისუფალი დრო.

ორგანიზაციის მისიაა: ახალგაზრდებში, მოხალისეობის კულტურის დანერგვა და მათი ფორმირება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად. ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად შევქმნით სამყაროს, სადაც გაერთიანებული და აქტიური ახალგაზრდები აღმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს და მოახდენენ დადებით ცვლილებას საზოგადოებაზე.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს პროგრამაში?

  1. მოხალისედ მუშაობა კარგად იკითხება CV-ში და დადებითად მოქმედებს მომავალ კარიერაზე.
  2. მოხალისედ მუშაობისას ადამიანს საშუალება ეძლევა წვლილი შეიტანოს ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პროცესში.
  3. ოხალისე ეუფლება და ანვითარებს სამუშაოსთან რელევანტურ უნარებს.
  4. მოხალისეს საშუალება ეძლევა გაიფართოვოს თვალსაწიერი, გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს სამუშაო გამოცდილება.
  5. მოხალისეობა - სახალისო და ქმედითი გზაა გაიცნო და დაუახლოვდე საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს.

ასევე გაცნობებთ, რომ დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ თქვენთან და ჩავატაროთ პრეზენტაცია აღნიშნულ თემაზე (მოხალისეობაზე).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ helpingvolunteer@gmail.com ; 551 143 595

 

სიახლეებში დაბრუნება