პროექტი ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში

პროექტი ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში

12-02-2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი პროექტი - "ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში" . 

აღწერა:

პროექტის მიზანია კონკურსში მონაწილეემა პროექტის სახით წარმოადგინონ საჯარო სექტორში მმართველ პოზიციაზე დასაქმებული ქალების კარიერული განვითარების შესაძლებლობები,  გამოწვევები და სირთულეების დაძლევის ინოვაციური ხედვები.  პროექტის წარმოდგენის გარდა, შესაძლებელია ესეს წარმოდგენა თემაზე ,,ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში".

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის , მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისაგან შემდგარ გუნდებს. პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. (ჯგუფის წევრთა რაოდენობა: მინიმუმ 2 მაქსიმუმ 5 წევრი). 

წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • გამართული შინაარსი
    ა) იდეის აქტუალურობა (არსებული სიტუაციის ანალიზი)
    ბ) პროექტის ჯგუფის წევრების ხედვის ინოვაციურობა
    გ) ხედვის პროექტის მიზანთან შესაბამისობა
    დ) მიზნების და ამოცანების განსაზღვრა
  • მართვა და განხორციელება
    ა) პროექტის ეტაპების დროში თანმიმდევრულად წარმოდგენა
    ბ) განხორციელების გზების მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობა
    გ) ბიუჯეტი (არსებობის შემთხვევაში)
  • მოსალოდნელი შედეგები
    ა) მდგრადობა
    ბ) განხორციელების მექანიზმების რეალურობა
    გ) შედეგების გაზომვა

პროექტის ადმინისტრირება: 

06.02.2020 - პროექტის გამოცხადება - საინფორმაციო კამპანია 

06.02. -28.02.2020 - პროექტის მსურველთათვის ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმების შევსება.

(სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი იქნება (შესავსები იქნება) შემდეგი ინფორმაცია:

  • პროექტში მონაწილე გუნდის სახელი
  • გუნდის წევრების შემადგენლობა (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, სწავლების საფეხური, ელექტრონული ფოსტა, მობილური)
  • რომელ ნაკადში სურთ ტრენინგების გავლა

 

პროექტში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე:

  • პროექტის წერის უნარები
  • პრეზენტაციის უნარები


ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:

თსუ I კორპუსი  უწყვეტი განათლების ცენტრი

 I ნაკადი - 13.02.2020- 14.02.2020 (11:00 - 15:00 სთ)

II ნაკადი - 18.02.2020 – 19.02.2020 (11:00 - 15:00 სთ)

III  ნაკადი - 24.02.2020 -25.02.2020 (11:00 - 15:00 სთ)

 

პროექტის  და ესეების   წარმოდგენის ვადები : 20.02.2020- 28.02.2020

 

პროექტი უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად სააპლიკაციო ფორმის შევსებით (სარეგისტრაციო ფორმა გააქტიუროდება 20.02.2020)

ესეები გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე career@tsu.ge

საუკეთესო 5 პროექტის და 5 ესეს ავტორი 9 მარტს პროექტს წარადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თსუ-ის სტუდენტებისათვის თსუ-ის რჩეულ პროექტს რეკომენდაციას გაუწევთ უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში დაფინანსების მოპოვებაზე.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე:

https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/career/vdym5rwu796563h/

 

სიახლეებში დაბრუნება