ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური სტიპენდია ქართველი მენეჯერებისთვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური სტიპენდია ქართველი მენეჯერებისთვის

12-02-2020

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობით გამორჩეული საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის (CEU Executive MBA) სტიპენდიას აცხადებს. 

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის განკუთვნილი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (CEU Executive MBA) ღირებულების - 25000 ევროს 95%-მდე დაფინანსებას. სტიპენდია გაიცემა არასამთავრობო ან საჯარო სექტორში მომუშავე ერთი მენეჯერისთვის (მათ შორის ცენტრალურ და ადგილობრივ/მუნიციპალურ ხელისუფლებაში, საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სამედიცინო ან კულტურის დაწესებულებებში მომუშავეთათვის), რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საჯარო სექტორის ინოვაციის, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებაში; სარგებლობს პატივისცემით სამოქალაქო და ბიზნეს-წრეებში, გამოირჩევა მაღალი პიროვნული პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემით.

აპლიკანტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 წლიანი მენეჯერული/ლიდერული დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება. ასევე, ბაკალავრის ან შესაბამისი კვალიფიკაცია.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლიდერი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქვეყნის წამყვან, 80-მდე მსხვილ კომპანიას და ბიზნეს-ჰოლდინგს აერთიანებს. ორგანიზაცია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია არსებობს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში (https://bag.ge/)

 

CEU Executive MBA-ის შესახებ

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის განკუთვნილია გამოცდილი პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი საოპერაციო გამოცდილება გაამდიდრონ და ახალ, სტრატეგიულ საფეხურზე გადაინაცვლონ. პროგრამის ინოვაციური სტრუქტურა შესაძლებლობას აძლევს მის მონაწილეებს მიიღონ აშშ-ის მიერ აკრედიტებული ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ათი სასწავლო ვიზიტის (თითოეული 4-9 დღიანი) ფარგლებში. სასწავლო პროგრამა მთლიანობაში განაწილებულია 28 თვეზე.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://economics.ceu.edu/emba/PublicSector აპლიკაციის ბმული: https://economics.ceu.edu/emba/apply

აპლიკაციის ვადა: 2020 წლის 22 მარტი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროგრამის მენეჯერს, თომას ლამელს: lammelt@ceu.edu

 

სიახლეებში დაბრუნება