10-02-2020
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია გთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) ქართულენოვან დისტანციურ სწავლებას.
მსურველთა რეგიტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 2020 წლის 6 მარტამდე.
დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფიციალური ვებგვერდიდან:
http://www.sakpatenti.gov.ge
კურსი უსასყიდლოა, ჩატარდება 2020 წლის 9 მარტიდან 23 აპრილამდე და განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სისტემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ის მიერ აკრედიტებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები.
ქართულენოვანი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ WIPO-ის აკადემიის სერტიფიკატებს და ექნებათ შესაძლებლობა WIPO-ს აკადემიაში გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების თემატიკასთან დაკავშირებული შემდგომი დონის სპეციალიზირებული
უცხოენოვანი კურსები.
სიახლეებში დაბრუნება