06-02-2020
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის 18:00 საათამდე) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 წლის 11-დან 17 თებერვლის ჩათვლით.
საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ოთახი N325 (თბილისი, კოსტავას 77).
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
- წინა საფეხურის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;
- პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
- მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას (2020 წლის 17 თერბერვლის შემდეგ საბუთები აღარ მიიღება).
- მობილობის მსურველმა, რომელიც გაეცნობა შედარების აქტს და წერილობით თანხმობას განაცხადებს სტუ-ში მობილობით გადმოსვლაზე ადმინისტრაციული და ფინანსური ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ერთი წლის სწავლის საფასურის, მინიმუმ 1/2-ის (1125ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საბუთები მიიღება პირადად განმცხადებელისგან, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისაგან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.
- სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის).
სიახლეებში დაბრუნება