ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო სასტიპენდიო პროგრამებს აცხადებს

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო სასტიპენდიო პროგრამებს აცხადებს

04-02-2020

27  იანვარს, N82162 კორესპონდენციით  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  შემოვიდა ინფორმაცია  ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ  2020-2021 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული სტიპენდიების შესახებ.  

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships 2020 წლის  1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით. 

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია  1 თებერვლიდან  გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება