ტექნიკურ უნივერსიტეტში მეორე სემესტრი 24 თებერვლიდან დაიწყება - 2019/2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განრიგი

ტექნიკურ უნივერსიტეტში მეორე სემესტრი 24 თებერვლიდან დაიწყება - 2019/2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განრიგი

03-02-2020

ძვირფასო სტუდენტებო, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ ინფორმაციას და მითითებულ ბმულსაც, სადაც დეტალურად არის მოცემული 2019/2020 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის განრიგი.

 

  • II სემესტრში სასწავლო პროცესი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის განახლდება 2020 წლის 24 თებერვალს.
  • სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის პირველი სემესტრი დასრულდება 2020 წლის 13 ივნისს.
  • შუასემესტრული (შუალედური) გამოცდები ჩატარდება 2020 წლის 27 აპრილიდან 2 მაისის  ჩათვლით.
  • მიმდინარე აქტივობები შეფასდება შესაბამის სილაბუსში მითითებულ კვირებში.
  • დოკუმენტური მასალის ჩაბარება მოხდება 2020 წლის 15-დან 20 ივნისის ჩათვლით.
  • მეორე სემესტრის ფინალური გამოცდების ჩაბარება მოხდება 2020 წლის 22 ივნისიდან 4 ივლისის  ჩათვლით.
  • დამატებით გამოცდების ჩაბარება მოხდება 2020 წლის 6-დან 11 ივლისის ჩათვლით.


2019/2020 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის დეტალური განრიგი იხილეთ აქ


 

სიახლეებში დაბრუნება