აფხაზეთის ახალგაზრდული პარლამენტის წევრების შერჩევის რეგისტრაცია დაიწყო

აფხაზეთის ახალგაზრდული პარლამენტის წევრების შერჩევის რეგისტრაცია დაიწყო

29-01-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბაზაზე  აფხაზეთის ახალგაზრდული პარლამენტის ჩამოყალიბებას გეგმავს.

აფხაზეთის ახალგაზრდული პარლამენტის პირველი შეკრება გაიმართება 2021 წლის თებერვლის პირველი კვირის,  პირველ სამშაბათს, როგორც  რეგლამენტით არის განსაზღვრული და რომლის ფარგლებშიც იხსნება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მუშაობა.

მოცემული პროექტის ფარგლებში 2020 წელი გამოცხადებულია ახალგაზრდული პარლამენტის წევრების შერჩევის წლად.

 აფხაზეთის ახალგაზრდული პარლამენტი დაკომპლექტდება ბაკალავრის, მაგისტრატურისა და სკოლის მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებით.

შერჩევის ეტაპი გულისხმობს კონფერენციებს და შესაბამისად, 2020 წელი დაყოფილია ოთხ შესარჩევ პერიოდად.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოითხოვოთ განაცხადის ფორმა (მონაწილეობის აპლიკაცია) ელ. ფოსტაზე nanakvaratskhelia15@gmail.com 

პირველი შესარჩევი ეტაპის საპრეზენტაციო თემა იქნება: "აფხაზეთის პრობლემების საერთაშორისო ასპექტები".

პირველი შეხვედრა გაიმართება თბილისში.

სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება მხოლოდ დაინტერესებულ პირებზე.

განაცხადის მოთხოვნისა და შევსებული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

საკონტაქტო პირი: ნანა კვარაცხელია - (+995) 558 11 20 29) ; nanakvaratskhelia15@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება