საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

29-01-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 27 იანვრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2020 წლის 18 თებერვალს. 

პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში  2020 წლის 14 თებერვალს გაიმართება. 

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2020 წლის 5 თებერვალს და მიმდინარეობს 2020 წლის 11 თებერვლის ჩათვლით; 

ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 

ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 

გ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

 

პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე; 

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი; 

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

დ) სამოქმედო გეგმა; 

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

ვ) ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით; 

ზ) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე;


საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდეგ მისამართზე - თბილისი, 0160, კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325.

საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი, ტელ.: 0322 36 41 84, საბუთების მიიღება იწარმოებს ყოველ დღე 10:00 -დან 17:00 საათამდე.
განცხადება

 

სიახლეებში დაბრუნება