საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორობის პრეტენდენტთა მოსმენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორობის პრეტენდენტთა მოსმენა გაიმართა

24-01-2020

2020 წლის 24 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში სტუ-ის რექტორობის პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა გაიმართა.

მოსმენაზე სამოქმედო პროგრამა ორმა პრედენდენტმა, პროფესორებმა - დავით გურგენიძემ და ნოდარ ქევხიშვილმა წარადგინეს. მესამე პრეტენდენტმა - პროფესორმა გელა ყიფიანმა სამოქმედო პროგრამის წარდგენამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დარეგისტრირებულ  პრეტენდეტთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 

დავით გურგენიძე - ინჟინერ ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრი, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების საპატიო წევრი, აკადემიკოს .. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთის რესპუბლიკა). არის  60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა და სამი სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის ავტორი და რედაქტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო დისერტაცია და სამაგისტრო ნაშრომები. 

ჯილდოები: 

  • 1999 - ღირსების ორდენი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის №1518 განკარგულება);
  • 2007 – „ოქროს ფრთა“ – განსაკუთრებული საქველმოქმედო საქმიანობისა და კაცთმოყვარეობისათვის - ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი.   

განათლება/ხარისხი/რეგალიები:

  • 1981-1983 - მოსკოვის ვ.ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ფაკულტეტი;
  • 1983-1987 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით;
  • 1999-2001 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სამოქალაქო სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი და წოდება;
  • 2005 - საქართველოს გ. ჩოგოვაძის სახ. ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის - აკადემიური დოქტორის ხარისხი; 


ნოდარ ქევხიშვილი 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი, შპს „ენერგოეფექტის“ დირექტორი. არის 46 სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის, ასევე ერთი სახელმძღვანელოს ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. მოპოვებული აქვს ერთი სამეცნიერო გრანტი (საქართველო). 

მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შესრულებულია მრავალი საპროექტო სამუშაო, მათ შორის აღსანიშნავია: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავების მიკროკლიმატის უზრუნველსაყოფი სამუშაოები, კულტურის სამინისტროს დაკვეთით;  კვლევები, რომელთა საფუძველზე დაპროექტდა და ავჭალის ქარხანაში დამონტაჟდა მტვრის დამჭერი მაღალეფექტური ფილტრი და ჩატარდა სხვადასხვა სამუშაოები, საგზაო კომპანია „თბილისის“ დაკვეთით. 

განათლება/ხარისხი/რეგალიები:

  • 1979 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი;  მუშაობდა ამავე ფაკულტეტზე, ასისტენტის თანამდებობაზე;
  • 1981-82 - მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ენერგოფიზიკური ფაკულტეტი, ასპირანტურა;
  • 1986 - საკანდიდატო დისერტაცია - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
  • 1987-2006 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, დოცენტის თანამდებობა;
  • 2006-დან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი.
  • ვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი.

 

გელა ყიფიანი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი. არის 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 პატენტის, 18 მონოგრაფიისა და 24 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოსა და მეთოდური მითითებების ავტორი და თანაავტორი; საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების 40-მდე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტანტობით დაცულია 24 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. 

ჯილდოები: 

  • 2004 - სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 

განათლება/ხარისხი/რეგალიები:

  • 1982 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;
  • 1989 - ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის ასპირანტურა;
  • 1989 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
  • 1990 - თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტის წოდება;
  • 1996 - სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო უნივერსიტეტის ხისა და პლასტმასის კონსტრუქციების კათედრის დოქტორანტურა;
  • 1997 - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
  • 1999 - სამშენებლო მექანიკის კათედრის პროფესორის წოდება.

საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

საგრანტო პროექტები - ISTC HG-916; ISTC HG-060-2; GRDF USA; ISTC G-725; ISTC G-1600; STCU #4390 

ცნობისათვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტთა რეგისტრაცია 2020 წლის 13-დან 20 იანვარის ჩათვლით მიმდინარეობდა.

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიმღები პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება;

დ) უნდა იყოს 65 წელზე ნაკლები ასაკის.

 

რეტენდენტს სარეგისტრაციოდ უნდა წარმოედგინა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

გ) სამეცნიერო-პედაგოგიურ და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;

ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

თ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ი) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე.

 

საბუთების მიღება წარმოებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: თბილისი, 0160, კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325.  

საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი, ტელ.: 0322 36 41 84 

 

სიახლეებში დაბრუნება