საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპანია „არემჯის“ სტიპენდიანტების შესარჩევი კონკურსი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპანია „არემჯის“ სტიპენდიანტების შესარჩევი კონკურსი დაიწყო

23-01-2020
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპანია „არემჯის“ სტიპენდიანტების შესარჩევი კონკურსი დაიწყომაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 20 სტუდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას, შანსი ეძლევა გახდეს საქართველოს უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“ რჩეული და მიიღოს 1 წლიანი სტიპენდია პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.

პროექტის მე-3 წელს, „არემჯის“ სტიპენდიანტების საერთო რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. წელს პირველად, ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტების სტუდენტების გარდა, კონკურში მონაწილეობას შეძლებენ ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტების (III; IV; მაგისტრატურისა და დოქტორანტურის) სტუდენტები.

„ამ სამი წლის განმავლობაში არემჯის სტიპენდია მიიღო დაახლოებით 60-მა სტუდენტმა, რომლებიც იყვნენ ძირითადად სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ფაკულტეტების სტუდენტები. წელს კი გვაქვს სიახლეები, რომლითაც გვინდა ამ გუნდში ჩავრთოთ ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტები. გარდა ამისა სტუდენტებს ყოველწლიურად ვიწვევთ საწარმოო პრაქტიკაზე, ვაცნობთ საწარმოში მიმდინარე პროცესებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ საუკეთესო სპეციალისტებად”, - აღნიშნავს ადამიანური რესურსების საკითხებში კომპანია "არემჯის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 1 თებერვლამდე უნდა გადააგზავნონ საჭირო დოკუმენტაცია (CV ფოტოსურათით, აკადემიური მოსწრების ბარათი და სამოტივაციო წერილი) ელექტრონულ მისამართზე: scholarship@richmetalsgroup.com

 

სიახლეებში დაბრუნება