მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

22-01-2020


ინფორმაცია დაინტერესებულ სტუდენტებისთვის შიდა საუნივერსიტეტო მობილობისა და გარე მობილობის ვადების შესახებ.

ინფორმაცია დაინტერესებულ სტუდენტებისთვის შიდა საუნივერსიტეტო მობილობისა და გარე მობილობის ვადების შესახებ.გაცნოებბთ, რომ შიდა მობილობის პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყება 2020 წლის 10 თებერვალს და 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 10:00-დან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ოთახი N350. დეტალური ინფორმაცია შიდა მობილობის შესახებ, უახლოეს დღეებში განთავსდება ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდსა და ფეიბუქის გვერდზე.

ინფორმაცია დაინტერესებულ სტუდენტებისთვის შიდა საუნივერსიტეტო მობილობისა და გარე მობილობის ვადების შესახებ.რაც შეეხება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის უნივერსიტეტებსშორის (გარე) მობილობას, აღნიშნული პროცესი დაწყებულია, შესაბამისად, გახსნილია მობილობის პორტალი

სტუდენტები ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ 2020 წლის 22 იანვრის 12:00 საათიდან - 5 თბერვლის 18:00 საათამდე.

გარე მობილობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  1. აუცილებელია მობილობის პორტალზე დარეგისტრირება. პორტალზე მითითებულია მობილობის ვადები და სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე არსებული ვაკანტური ადგილები, ასევე, მითითებულია ყველა საჭირო ინსტრუქცია "მობილობის ბუკლეტის" სახით, საიდანაც მიიღებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სტუდენტმა მობილობის პროცესში.
  2. რეგისტრაციის შემდეგ, უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. შესაძლებელია გააკეთოთ მაქსიმუმ 5 არჩევანი და დაალაგოთ პრიორიტეტების მიხედვით.
  3. აუცილებლად უნდა დაფაროთ მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკში. წინააღმედეგ შემთხვევაში, მობილობის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.
  4. პროგრამის/პროგრამების საბოლოოოდ შერჩევის შემდეგ, 11 თებერვალს, თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ მობილობის შესახებ პასუხი/პასუხები პორტალის მეშვეობით - დადასტურება ან უარი. სწორედ ამის შემდეგ შეძლებთ განსაზღვროთ, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებთ სწავლას.
  5. მიმღებ უნივერსიტეტში, ჩვენ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველი სტუდენტები უნდა გამოცხადდნენ 2020 წლის 11-დან 17 თებერვლის ჩათვლით. დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსში (ოთახი N350), 10:00-დან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
    წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდსა და ფეიბუქზე.
  6. თქვენ წინასწარ შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ იმ ფაკულტეტის დეკანატში, სადაც თქვენ მიერ მობილობით შესარჩევი საბაკალავრო პროგრამა ისწავლება, ან მიმართოთ ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდს gtu.ge
  7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!



 

სიახლეებში დაბრუნება