ვაკანსია III-IV კურსის სტუდენტებისთვის

ვაკანსია III-IV კურსის სტუდენტებისთვის

20-01-2020

1 იანვრიდან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურის ფარგლებში შეიქმნა სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე ზედამხედველობას განახორციელებს. აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტები უნდა განთავსდეს.

სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო გეგმავს  ახალი კადრების აყვანას ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორების პოზიციაზე.

საქმიანობის ფარგლებში, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო შეაფასებს ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, როგორებიცაა სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, ელექტრომოწყობილობები, მანქანა-დანადგარები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა სამომხმარებლო თუ ინდუსტრიული პროდუქტები.

აღნიშნული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესად ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულების დაცვას, როგორიცაა მომხმარებელთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ბაზარზე ზედამხედველობის მაქსიმალური ეფექტურობით განხორციელების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნება ერთი მხრივ, ევროკავშირის სტანდარტების საქართველოში დანერგვა, მეორე მხრივ კი, თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოება და მათი უფლებების მაქსიმალური დაცვა.

დასახული მისიის, მიზნების და ხედვის პრაქტიკაში განსახორციელებლად, სააგენტოსთვის არსებითი მნიშვნელობისაა ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორთა ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელთაც ექნებათ მზადყოფნა და მოტივაცია, ჩაერთონ საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვის,  ახალი სფეროს ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორები უშუალოდ განახორციელებენ ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ფიზიკურ და დოკუმენტურ ინსპექტირებას; მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ტექნიკური კანონმდებლობის საქართველოში აპროქსიმაციის პროცესში; შეისწავლიან ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას; საბოლოო ჯამში კი, ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების გზით, ხელს შეუწყობენ მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ინფორმაციის თანახმად,  ვინაიდან ეს სფერო ჩვენი ქვეყნისთვის სიახლეს წარმოადგენს, შესაბამისად, მსურველებს ამ პოზიციაზე დაინტერსების შემთხვევაში, არ მოითხოვება წინასწარი გამოცდილება.

ვაკანსიის მიზნებისთვის სათანადო სეგმენტად განვიხილავთ III-IV კურსის მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და გამოირჩევიან ანალიტიკური აზროვნების უნარით.

დაინტერესების შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ასევე უშუალოდ შეხვდება  სტუდენტებს.

 საკონტაქტო პირი: ქეთევან გორდეზიანი  - 598244276

მის: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N8  ტელ: (+995 32)2 34 53 70  (შიდა 15 08)

ელ. ფოსტა: kgordeziani@moesd.gov.ge

 

სიახლეებში დაბრუნება