კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირებას აცხადებს

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირებას აცხადებს

17-01-2020

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგი“  იურიდიულ განყოფილებაში  საქართველოში აკრედიტირებული სხვადასახვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის   სტაჟირებას აცხადებს.

კომპანიას ესაჭიროება  ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: არასრული-შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება

სტჟირება არის გრძელვადიანი და ანაზღაურებადი.

ფუნქცია-მოვალეობები:

ხელშეკრულებების, სამართლებრივი დოკუმენტაციის და კორესპონდეციების მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება

სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლა და ანალიზი

საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან

სხვადახვა იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, ვადების მონიტორინგი, პროგრამული და დოკუმენტური დაარქივება

უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა იურიდიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

იურიდიული განათლება (ასევე განიხილებიან სტუდენტები და მაგისტრანტები)

სამოქალაქო და ადმინსიტრაციული სამართლის მიმართულებით თეორიული ცოდნა

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სასურველია უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური


დამატებითი უნარები:

კონფიდენციალურობის დაცვის უნარი

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გუნდურად მუშაობის უნარი

შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებული

 

კომპანია მსურველებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებით რესურსს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ  CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge  სათაურში მიუთითეთ დასახელება „სტაჟირება იურიდიულ განყოფილებაში“  

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგ“-ში  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.sharm.ge

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos,  Lipton,  Calve,  Algida,  Persil,  Perwoll, Palette,  Gliss Kur,  Syoss, Fa,  Selpak, Colgate,   Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა) . 

 

სიახლეებში დაბრუნება