17-18 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სტუდენტებისთვის ვიზუალური ამბის გადმოცემის ტექნიკის დასახვეწად ორდღიანი ინტენსიური კურსი ჩატარდება.
სასწავლო კურსს, რომლის ორგანიზატორია დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილე ნინო ახობაძე, წარუძღვება DW Akademie-ს ტრენერი, თინათინ ცისკარაძე.
კურსის შედეგად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მობილური ტელეფონით 1 წუთიანი ვიდეო გადაიღონ და შემდეგ დაამონტაჟონ.