შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი იწყებს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია EURAXESS-ის სერვისების განვითარებას პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსთაველის ფონდში, 2020 წლის 10 იანვარს, 13:00 საათზე, „Euraxess - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მქონე უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება EURAXESS-საქართველოს ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, ამასთანავე, EURAXESS-ის პორტალის თემაზე დაგეგმილი ტრენინგების შინააარსი და განრიგი. შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ საკუთარი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარების შესაძლებლობა.
დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობა და სამუშაო პროცესში ჩართვა შესაძლებელია ინსტიტუციის სახელით, ინსტიტუციის ხელმძღვანელებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელები შეხვედრაზე დასწრებას პირადად ვერ მოახერხებენ, მათ ეძლევათ საშუალება მიავლინონ წარმომადგენელი. შეხვედრაზე დამსწრები ინსტიტუციის წარმომადგენლის ვინაობა რუსთაველის ფონდს წინასწარ უნდა ეცნობოს.
ცნობისათვის: იმ შემთხვევასი, თუ მონაწილეობის მსურველები აღნიშნულ დღეს ვერ შეძლებენ შეხვედრაზე დასწრებას, რუსთაველის ფონდში იმავე შინაარსის შეხვედრა 13 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრის ჩატარების ადგილი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მისამართი: მერაბ ალექსიძის #1, მე-3 სართული.
საკონტაქტო ტელ.: +995 32 2 200 220