ტელეკომუნიკაციის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატთა საბუთების რეგისტრაცია იწყება

ტელეკომუნიკაციის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატთა საბუთების რეგისტრაცია იწყება

09-01-2020

2020 წლის 13 იანვრიდან  17 იანვრის ჩათვლით,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიაში,   სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 08 იანვრის №01-05-04/04  დადგენილებით,   ტელეკომუნიკაციის (სადოქტორო პროგრამა: ტელეკომუნიკაცია) საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება.

საბჭოს წევრობის კანდიდატმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

CV - მონაცემები შრომითი საქმიანობის შესახებ;

სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასლი);

შრომების დამოწმებული სია (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში  გამოქვეყნებულ შრომებს);

ეროვნული, საერთაშორისო, დარგობრივი აკადემიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასლი);

საბჭოს სპეციალობით დაცული დისერტაციების ხელმძღვანელობა (სია);

სხვა აქტივობები ( სახელმწიფო და სხვა სახის პრემიების ლაურიატობა, საექსპერტო საქმიანობა, საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონალურ პროგრამებში მონაწილეობა, სარედაქციო კოლეგიებში მუშაობის გამოცდილება და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები .

არასწორი ინფორმაციის დაფიქსირების შემთხვევაში წარმოდგენილი კანდიდატურა არ განიხილება

განცხადების ფორმა


 

სიახლეებში დაბრუნება