"გამოგონებები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია". გოგი კვარაცხელია

"გამოგონებები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია". გოგი კვარაცხელია

03-01-2020 «თუ მანქანათ მშენებლობაში შეიძლება უკონტაქტო მაგნიტური საკისრების გამოყენება, მაშასადამე ადამიანის ანატომიაშიც შეიძლება მისი გამოყენება. ადამიანის საყრდენ მამოძრავებელ სისტემაში ე.ი. სახსრებში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა დღეისათვის ადამიანის ჯანმრთელობის მხრივ და სწორედ ეს იქნება ჩემი მომავალი წლის სამუშაო, რომლის თეორიული გათვლები უკვე დავამთავრე და პროექტი და ესკიზური ნახაზები თითქმის მზად მაქვს. თუ ვინმე წამომეშველება, ალბათ მალე გავაკეთებ რობოტს უკონტაქტო მაგნიტური სახსრებით»…
სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი: „გოგი კვარაცხელია ჩვენი უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების  საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორია.
ჩემი მხიდან უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ბატონი გოგის გამოგონებები. ძალიან საინტერესო „ნოუჰაუები“ აქვს.  მოგეხსენებათ, ნებისმიერ „ნოუჰაუს“ სჭირდება  რეალიზება და ის ამას წარმატებით ახორციელებს. ყველა მისი იდეა არის განხორციელებადი. კონკურენტუნარიანია ყველაფერი ის, რასაც ქმნის. მის თითოეულ გამოგონებას საერთაშორისო ბაზარზე ექნება სერიოზული გამოხმაურება.
ჩვენ ახლა ერთობლივად ვმუშაობთ ინგლისელებთან, ირლანდიელებთან და გერმანელებთან, რომ  მისი გამოგონებები პრაქტიკაში დავნერგოთ.
გოგი კვარაცხელიას გამოგონებების მთავარი არსი სწორედ იმაშია, რომ მის გამოგონებებს პრაქტიკული გამოყენება ექნება. მაგ. ერთ-ერთი მის გამოგონებიდან არის, სრულიად ახალი ტიპის ხელსაწყო, გულსისხლძარღვთა ათეროტრომბოექტომიის სამედიცინო მოწყობილობა, რომლითაც შეიძლება სისხლძარღვთა აბსოლიტური გაწმენდა მავნე დანალექებისაგან. ეს არის ძალიან თანამედროვე უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგია. ამ საკითხზე ვმუშაობთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ვფიქრობთ, რომ მალე დაინერგება. მას ასევე სერიოზული გამოგონებები აქვს  და პრაქტიკულად რეალიზებული, დრონის ტიპის აპარატებზე. ახლა უკვე სამრეწველო ნიმუშების წარმოებაზე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ.
გოგი კვარაცხელიას თამამად შეუძლია თავისი გამოგონებებით ხმამაღალი სიტყვა თქვას მეცნიერებაში. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ მის გამოგონებებზე.“
​​​​​​​სრული მასალა იხილეთ ბმულზე

 

სიახლეებში დაბრუნება