სტუდენტური სტაჟირება ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით

სტუდენტური სტაჟირება ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით

17-12-2019


Forbes Woman Georgia საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით  არაანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. 

კომპანია აერთიანებს ამბებს ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებიდან. 

Forbes Woman Georgia  ეძებს  ენთუზიაზმით სავსე, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე, კრეატიულ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ  ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების განვითარებაში.

სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვეა.   მსურველებს შესაძლებლობა აქვთ  კომპანიის  გუნდთან ერთად  სტაჟირება გაიარონ  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალების ლიცენზირებული პროდუქტის შექმნაში.

მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმაში პირადი ინფორმაციის მითითების გარდა, უნდა ატვირთონ რეზიუმე და სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს  სოციალური მედიის პლატფორმებიდან ერთ-ერთი (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram). 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 25 დეკემბერი

სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/fwgსტაჟირება2019

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: d.tsiramua@forbeswoman.ge

 

სიახლეებში დაბრუნება