გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

13-12-2019

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 10 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2020 წლის 8 იანვარს. პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2020 წლის  6 იანვარს. 

 

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2019 წლის 23 დეკემბერს და მიმდინარეობს  2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით;

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.

 

პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;

ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ავტობიოგრაფია (CV);

ვ) სამოქმედო გეგმა;

ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

თ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ი) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე;

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ   შენობაში, შემდეგ მისამართზე - თბილისი, 0160, კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325.  საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი,  ტელ.: 0322 36 41 84,  საბუთების მიიღება იწარმოებს ყოველ დღე 1000 -დან 1700 საათამდე.

 

სიახლეებში დაბრუნება