გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

11-12-2019

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

სტუსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 10 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2020 წლის 27 იანვარს.  პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2020 წლის  24 იანვარს. 

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2020 წლის 13 იანვარს და მიმდინარეობს  2020 წლის 20 იანვარის ჩათვლით;  

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;

გ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება;

დ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.

 

პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ)  ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;

ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

თ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ი) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე;

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ   შენობაში, შემდეგ მისამართზე - თბილისი, 0160, კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325.  საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი,  ტელ.: 0322 36 41 84,  საბუთების მიიღება იწარმოებს ყოველ დღე 1000 -დან 1700 საათამდე.

 

სიახლეებში დაბრუნება