საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კორეული ენისა და კულტურის შემსწავლელი სასწავლო ცენტრი პირველ მსმენელებს 10 დეკემბერს მიიღებს.
10 დეკემბერს, 16:00 საათზე უკვე დარეგისტრებული მსმენელები პირველ ლექციას მოისმენენ.
სასწავლო ცენტრის მიზანია, მსურველებმა კორეულ ენა და კულტურა უფასოდ შეისწავლონ.
გარდა ამისა, მომავალში იგეგმება გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტებმა სწავლა კორეის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელონ.
კორეული ენისა და კულტურის ცენტრი მდებარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში, მე-3 სართული 310 აუდიტორია.
(მისამართი - საბურთალო, კოსტავას ქუჩა N69; მთავარი შესასვლელი მე-10 კორპუსში მე-3 კორპუსში). კორეული ენის ლექციები კონკრეტული გრაფიკით ჩატარდება.
საკონტაქტო პირი სოსო ჩუნთიშვილი - 593 22 78 01.