სტაჟირება სტუდენტებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში

სტაჟირება სტუდენტებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში

02-12-2019

სტუდენტებისთვის „ევექსის ჰოსპიტლები“  თბილისში,    ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში  სტაჟირებას აცხადებს.

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

განსაკუთრებული მინიშნება: სტაჟირება განისაზღვრება 1 თვემდე ვადით და მოიაზრებს დასაქმების პერსპექტივას.

 ძირითადი მოვალეობები:

თანამშრომელბისტექნიკური დახმარება კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკაშირებულ შეკითხევზე, მომართვებზე;

თანამშრომელბის ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან  სატელეფონო რეაგირებით;

ტერმინალ სერვერზე ახალი მომხმარებლის (user- ის) პროფილების გამართვაში მონაწილეობის მიღება;

სერვისების ავტომატიზაციის უზრუნველყოფა;

კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;

პერიფერიული  მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;

კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;

უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

მე-3 ან მე-4  კურსის სტუდენტი ( სასურველი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);

სასურველია Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა(XP, 7, 8);

სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.


პიროვნული კომპეტენციები/უნარები

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;

დეტალებზე ორიენტირებულობა;

გუნდური  მუშაობის უნარი;

კომუნიკაბელურობა;


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 დეკემბერი,2019 

"ევექსის ჰოსპიტლებში"  მსურველთა  მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

სიახლეებში დაბრუნება