ამასთან, სჯერათ, რომ ინოვაციურ პროექტებს ბავშვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.
ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს კოდის წერის, დიზაინზე და ტექსტებზე მუშაობის უნარი.
ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩაერთონ კონკურსში როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ჰაკათონის მიზანია ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების ციფრული გადაწყვეტების წახალისება. ჰაკათონის დაწყების წინ გუნდებს მიეცემათ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემა, რომელსაც 36 საათის განმავლობაში ციფრული გადაწყვეტა უნდა მოუძებნონ. სამი საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნება, დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით: Apple Watch, AirPods, iPad Mini
რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირება მონაწილეობის მსურველებს ამ მისამართზე შეუძლიათ: http://hackoutsidethebox.demlab.ge/
ჰაკათონი გაიმართება 7-8 დეკემბერს, გამარჯვებულები კი 17 დეკემბერს გამოვლინდებიან. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.