საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

28-11-2019


საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში27 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბილიოთეკის დარბაზში საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია გაიმართა. 

საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

ბაზალტის ბოჭკოზე დამზადებული „მწვანე საარმირე მასალები“, რომელიც საქართველოში შემუშავებული ტექნოლოგიით უკვე რამდენიმე წელია მზადდება, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან არსებულმა „ბაზალტ ფაიბერსი - მწვანე არმირებამ“ წარმოადგინა. საწარმოო ხაზი გერმანიიდანაა ჩამოტანილი, ნაწარმის ექსპორტირება კი დიდ ბრიტანეთში, არაბეთის საამიროში, თურქეთსა და  ნიდერლანდებში ხდება. 

საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

პრეზენტაციას, რომელსაც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, „ბაზალტ ფაიბერსის“ ხელმძღვანელი პაატა გოგოლაძე უძღვებოდა.  

სპეციალურად მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ბაზალტოპლასტიკური საარმირე მასალები: „კრონი“, „გეოგრიდი“, „პლასტიკური ლამინატი“, „ეკომატი“ და „ფიბრობეტონი“. 

საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

როგორც პაატა გოგოლაძემ განმარტა, „კრონი“ ლითონის არმატურის შემცვლელი კომპოზიციური მასალაა, რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციის სიმსუბუქით, არაკოროზირებადობით,  ელასტიურობით, ინსტალაციისა და პროდუქტის სიიაფით. რაც მთავარია, მაღალი დატვირთვისას ის არ განიცდის დეფორმაციას.  „გეოგრიდის“ ბადეები კი ტუტე და მჟავამდგრადი, არაწვადი, ეკოლოგიურად რეციკლირებადი, ტემპერატურასა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ მედეგი მასალაა, რომლის წაგრძელების კოეფიციენტი 1,5%-ია. ეს მასალა გამოყენებულია ბოდბის მონასტრის ბაღის რელიეფის, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების არმირება-რეკონსტრუქციაში.  

საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

მისი თქმით, „პლასტიკური ლამინატი“ საუკეთესოა ღიობების  არმირებისას, ხოლო „ეკომატი“ ეკოლოგიურად სუფთა, არაკარცინოგენული, ფენოლური ფისებისგან თავისუფალი, ვიბრაციამედეგი, უწვადი, ხანგამძლე, ელასტიური და თექის მსგავსი მასალაა. მისი ძირითადი ფუნქცია, თბოიზოლაცია და ბგერათა შთანთქმაა. გამოიყენება სამრეწველო სფეროსა და სამოქალაქო მშენებლობაში. მას ისტორიული შენობების რესტავრაციისას იყენებენ. ბაზალტის აპლიკაციების ტექნიკური პარამეტრები ცნობილ გერმანულ კვლევით ცენტრებთან მრავალწლიანი თანამშრომლობითაა შემუშავებული.  

საქართველოში წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალების პრეზენტაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

რაც შეეხება „ფიბრობეტონს“, ეს სამშენებლო მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრში შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიითაა შექმნილი. აღნიშნული ტექნოლოგია ითვალისწინებს რთული კონფიგურაციის თხელკედლიანი ფიბრობეტონის კონსტრუქციების წარმოებაში მინაბოჭკოთი და ქართული ბაზალტის ბოჭკოებიდან დამზადებული საარმატურე ელემენტების გამოყენებას. „ფიბრობეტონი“ არქიტექტორებს განუსაზღვრელ შესაძლებლობებს აძლევს. მისი განსაკუთრებული ფიზიკა-მექანიკური მახასიათებლებია წყალ- და ყინვამედეგობა, ცეცხლგამძლეობა. 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველოში ბაზალტის დიდი მარაგების არსებობა, მაღალი მოთხოვნის პირობებშიც, არ წარმოშობს ნედლეულის მოპოვების პრობლემას. რაც მთავარია, საქართველოში წარმოებული ეს ინოვაციური სამშენებლო მასალები ეკოლოგიურად უსაფრთხო და ბუნებრივია.

 

სიახლეებში დაბრუნება