კალიგრაფი, ვის მიერაც შექმნილი ქართული ანბანი სტრასბურულ ტრამვაის ამშვენებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილია

კალიგრაფი, ვის მიერაც შექმნილი ქართული ანბანი სტრასბურულ ტრამვაის ამშვენებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილია

28-11-2019


კალიგრაფი, ვის მიერაც შექმნილი ქართული ანბანი სტრასბურულ ტრამვაის ამშვენებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილიაქალაქ სტრასბურში უმშვენიერესი ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი 6 თვის განმავლობაში ივლის. სწორედ ასე აღნიშნა ევროკავშირის დედაქალაქმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარება.

ანბანის ეს ვერსია შექმნა კალიგრაფმა და კალიგრამისტმა ნიკა ღუნაშვილმა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ნიკა რუსთავში ცხოვრობს, ამბობს, რომ კალიგრაფიით ბავშვობაში დაინტერესდა, შემდეგ კი, პროფესიულ დონეზე შეისწავლა და რამდენიმე  ჯილდოც მოიპოვა.

კალიგრაფი, ვის მიერაც შექმნილი ქართული ანბანი სტრასბურულ ტრამვაის ამშვენებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილიანიკა ღუნაშვილის მიერ შექმნილი ულამაზესი 33 ქართული გრაფემა, რომელიც სტრასბურულ ტრამვაის ამშვენებს, კიდურყვავილოვანია. ეს ძველი ქართული სტილია და ჩვენი წინაპრები მას ხელნაწერებში იყენებდნენ.

კალიგრაფი, ვის მიერაც შექმნილი ქართული ანბანი სტრასბურულ ტრამვაის ამშვენებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილია„საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, ანბანი შემექნა, რომელსაც სტრასბურში, ტრამვაიზე დაიტანდნენ. ქართული ანბანი კიდურყვავილოვანი სტილის მიხედვით შევქმენი. ეს ძველი ქართული სტილია, რომელსაც იყენებდნენ ხელნაწერებში, გვარ-სახელებში, სათაურებში. სწორედ კიდურყვავილოვანი სტილის განახლებული ვერსიაა სტრასბურში ტრამვაიზე დატანილი ანბანი – დღეს მოქმედი 33 ასო-ნიშანი. შევცვალე ფერები და გარკვეული დეტალები დავამატე. ამ პროექტზე, დაახლოებით, ერთი თვე ვმუშაობდი“, - აღნიშნა 19 წლის ნიკა ღუნაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფის ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის გრაფემებით შემკული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურში 27 ნოემბერს, გაჩერება Droits de l’homme-ზე შედგა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, სტრასბურის მერის მოადგილემ და საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს. პირველმა სტუმრებმა გაჩერება Droits de l’homme-იდან République-ის მოედნამდე იმგზავრეს.


 

სიახლეებში დაბრუნება