ჟან მონეს პროექტის კოორდინატორთა შეხვედრა ბრიუსელში

ჟან მონეს პროექტის კოორდინატორთა შეხვედრა ბრიუსელში

28-11-2019


ჟან მონეს პროექტის კოორდინატორთა შეხვედრა ბრიუსელშისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ ბრიუსელში, ერასმუს + პროგრამაში გამარჯვებული პროექტების კოორდინატორთა კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო.  

კონფერენცია, რომელიც 2019 წლის 18-19 ნოემბერს ჩატარდა, ორგანიზებული იყო ევროკომისიის აღმასრულებელი სააგენტოს ჟან მონეს გუნდის მიერ.

კონფერენციის ფარგლებში საინფორმაციო სესიები მოეწყო, რომელიც ოპერატიულ და ფინანსურ საკითხებში პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და რეკომენდაციებს ითვალისწინებდა.

ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროექტები წარედგინათ და სხვდასხვა თემებზე მათთვის სასურველი ინფორმაცია გაეცვალათ.

ჟან მონეს პროექტის კოორდინატორთა შეხვედრა ბრიუსელში  ჟან მონეს პროექტის კოორდინატორთა შეხვედრა ბრიუსელში


 

სიახლეებში დაბრუნება