26-11-2019
კომპანია "სფერო ჯოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას "გაყიდვების მენეჯერის" პოზიციაზე.
კომპანია "სფერო ჰოლდინგი" აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად ელის ისეთ ახალაგაზრდა სპეციალისტს, რომელიც შეძლებს:
- პოტენციური კლიენტების მოძიებას;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვას;
- კომპანიის უნიკალური, ექსკლუზიური პროდუქტების დეტალურ შესწავლასა და მომხმარებლისთვის გაცნობას;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარებას;
- უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულებას.
"სფერო ჰოლდინგის" გუნდში მოსახვედრად, ასევე, საჭიროა:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს:
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- კრეატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სანაცვლოდ "სფერო ჰოლდინგი" გთავაზობთ:
- პროფესიონალურ გადამზადებას;
- საკონტაქტო ბაზებთან წვდომას;
- გამართულ საკომუნიკაციო საშუალებებს;
- კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
- მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.
რეზიუმე გადმოგზავნეთ ელ. ფოსტაზე:
info@sferoholding.ge
სიახლეებში დაბრუნება