ვაკანსია „მიმღების ოფიცრის“ პოზიციაზე - სტუდენტებისთვის

ვაკანსია „მიმღების ოფიცრის“ პოზიციაზე - სტუდენტებისთვის

26-11-2019
ვაკანსია „მიმღების ოფიცრის“ პოზიციაზე - სტუდენტებისთვის„კლუბი 71“-ი აცხადებს ვაკანსიას „მიმღების ოფიცრის“ პოზიციაზე და ამ მიზნით ეძებს ახალგაზრდას (სტუდენტი), რომელსაც სურვილი ექნება, საინტერესო გუნდთან ერთად იმუშაოს და ჯანსაღი ცხოვრების სფეროს სიღრმისეულად გაეცნოს.

გაცნობებთ, რომ „კლუბ 71“-ში, ძირითადად, დასაქმებული არიან სტუდენტები, რომლებიც ახერხებენ სასწავლო და სამუშაო გრაფიკების ერთმანეთთან შეთავსებას.

„მიმღების ოფიცერი“ - დეტალები ვაკანსიის შესახებ: 

მოვალეობები:

  • მომხმარებლის ეფექტურად მიღება/მომსახურება;

  • კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;

  • სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა;

  • გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა;

  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;

  • სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

  • დათქმული პერიოდულობით კლუბის გაღებისა და დახურვის სამუშაოების შესრულება. 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 6 – 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლებში)

 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (ხელზე ასაღები) 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

(გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, ფიქსირებული ხელფასით 400 ლარი +ბონუსი გაყიდვებიდან)

დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, რეზიუმე გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tako.esakia@club71.ge


 

სიახლეებში დაბრუნება