კონფერენცია TNC-20 ბრაიტონში 8-12 ივნისს ჩატარდება

კონფერენცია TNC-20 ბრაიტონში 8-12 ივნისს ჩატარდება

21-11-2019

2020 წლის 8-12 ივნისს, ბრაიტონში (დიდი ბრიტანეთი) გაიმართება სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელების საერთაშორისო კონფერენცია - TNC-20.  

TNC ევროპის ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელების კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად, რეგულარულად ტარდება.  

კონფერენციის ფარგლებში ხორციელდება TNC Lightning Talk Challenge პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალების იდეების წარმოჩენას. 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც ეუფლებიან IT განათლებას და სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას. 

ფინალისტებისთვის  კონფერენციაზე დასასწრებად და მოხსენების გასაკეთებლად, სრული დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება.  

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვითთ შემდეგ ბმულებს:


 

სიახლეებში დაბრუნება