სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ

15-11-2019


სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები, ამავე სკოლის დეკანის მოადგილე ნინო ახობაძესთან ერთად, სასწავლო ვიზიტით, საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას  შეხვდნენ. 

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენკახა კუჭავა სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობასა და პარლამენტის „მწვანე ინიციატივებზე“ ესაუბრა, გარდა ამისა, დეტალურად გააცნო ის ოთხი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მუშაობს. 

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენროგორც დეპუტატმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, დაახლოებით, 10-15 წლის წინ გარემოსდაცვითი მოთხოვნები და სტანდარტები ქვეყანაში თითქმის არ არსებობდა, დღეს კი, საქართველოს პარლამენტისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტები „მწვანე ხაზების”, „სამრეწველო ემისიების“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის“ შესახებ და „ტყის კოდექსი“ ის მნიშვნელოვანი სიახლეებია, რომელიც ქვეყანაში გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ მიდგომებს ძირეულად შეცვლის და ამ მიმართულებით, მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს. 

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენშეხვედრისას კახა კუჭავამ  სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს  საპარლამენტო კომიტეტი მუშაობის პროცესში დიზაინერულ აზროვნებასა და კონცეფციებს, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის უმთავრესი პროფილია. 

„როგორც დიზაინის სკოლის სტუდენტებს, შესაძლებელია არ გქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ და ეს მისაღებია. არავინ არ იბადება გარემოსდამველად და ეკოლოგად, მაგრამ ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს გარემოსდამცველი, თუ გააცნობიერებს იმ გავლენებს, რასაც ეს გამოწვევები კაცობრიობის მომავალზე იქონიებს. გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დიზაინერული აზროვნებით შექმნილი კონცეფციები. ჩვენი კომიტეტი მიიჩნევს, რომ ხელოვნება და მისი სხვადასხვა დარგები შეიძლება გამოვიყენოთ სამოქალაქო საზოგადოების, ყველა დაინტერესებული მხარისა და სახელმწიფო ინსტიტუციების აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ გასაერთიანებლად გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენი აზრით, დიზაინერული აზროვნება მხოლოდ რაიმე ლამაზი ან უჩვეულო ფორმის პროდუქტის შექმნას არ გულისხმობს. დიზაინერული აზროვნება პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კრეატიული მეთოდია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად ჩავრთოთ დიზაინერული აზროვნება და ამ გზით უზრუნველვჰყოთ იდეა და მაღალი სტანდარტები თემატური მოკვლევისა და პოსტსაკანონმდებლო მონიტორინგის განხორციელების პროცესში“, - განაცხადა კახა კუჭავამ სტუდენტებთან შეხვედრისას. 

ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობით დაინტერესდნენ და სამომავლო  თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 

როგორც შეხვედრის შემდეგ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ბაკალავრიატის მეოთხეკურსელმა მარიამ გახოკიძემ აღნიშნა, პარლამენტში სასწავლო ვიზიტი ნაყოფიერი და მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა. მისივე თქმით, კახა კუჭავასთან შეხვედრისას მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია უპირობოდ შეუწყობს ხელს დიზაინის სკოლის სტუდენტების განვითარებას და შესაძლოა, გარკვეული ნაწილისთვის სამომავლო სამიანობის ძირითადი მიმართულებაც კი გახდეს. 

„პარლამენტის შენობაში პირველად ვიყავი - გრანდიოზული  შენობაა. იქ ისეთი გარემოა, რომ კანონისადმი სხვა დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა გიჩნდება. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდით.  ვისაუბრეთ საქართველოში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ პრობლემებზე, ახალ „მწვანე ინიციატივებსა“ და გამოწვევებზე. შეხვედრის მთავარი მიზანი გარემოსდაცვით პროცესებში დიზაინის მიმართულების სუდენტების ჩართულობა იყო. მთელი შეხვედრა და დისკუსიაც ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარე გვესაუბრა დიზაინერული აზროვნებისა და დიზაინერულ ხედვის მნიშვნელობაზე, რაც  მოიაზრებს პრობლემის გადაჭრის გზის განჭვრეტას. ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია დიზაინის სკოლის სტუდენტებს წვლილი შევიტანოთ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში. ცნობილია, რომ საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებზე ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რას ისახავს მიზნად ეს კამპანია და რა იგეგმება პერსპექტივაში. მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ სამომავლო საქმიანობაში. გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში გავდივართ ისეთ დისციპლინას, როგორიცაა „დიზაინი და მდგრადობა“, რაც გარემოს ხელშეწყობით დიზაინის შექმნას გულისხმობს. ისიც ცნობილია, თუ რამდენად აქტუალურია მდგრადი განვითარების ტენდენციები თანამედროვე მსოფლიოში. ამიტომ, ნამდვილად ვიფიქრებთ, ჩვენი დიზაინერული ხედვა და აზროვნება გარემოსდაცვითი პრობლემების კვლევისკენ მივმართოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ შეხვედრამ უკვე მოგვცა, ეს ინსპირაციაა: ასახო მდგრადი გარემოს არსებობის აუცილებლობა დიზაინში და შეძლო საზოგადოების დარწმუნება. და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა მარიამ გახოკიძემ. 

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები, სასწავლო ვიზიტით, საქართველოს პარლამენტს 13 ნოემბერს ეწვივნენ.

 

სიახლეებში დაბრუნება