სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი (GTTC) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე - პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) პროგრამირება

სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი (GTTC) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე - პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) პროგრამირება

15-11-2019


სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი (GTTC) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე - პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) პროგრამირება

დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირება SIEMENS SIMATIC S 7-300-ის მაგალითზე. 

სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი (GTTC) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე - პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) პროგრამირება კურსი მოიცავს ძირითადი ლოგიკური ინსტრუმენტების, ტაიმერების, მთვლელების და მიმდევრობითი მართვის სისტემებისა და მათი გამოყენების შესახებ სრულყოფილი ცოდნის მიღებას. 

კურსის შედეგად შეძენილი ცოდნა და უნარები დაგეხმარებათ, დასაქმდეთ საქართველოს ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ავტომატიზებულ საწარმოში პროგრამისტის პოზიციაზე, ან დაიკავოთ ახალი, უფრო მაღალანაზღაურებადი პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ უკვე ხართ დასაქმებული.

კურსის ხანგრძლივობაა – 180 საათი, რაც განაწილდება 15-20 კვირაზე. კვირის განმავლობაში სასწავლო საათების რაოდენობამ შესაძლოა 10-15 საათი შეადგინოს. სწავლების დრო მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე. 

ელექტრონული საბუთებების მიღება წარმოებს 2019 წლის 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით.   

სწავლა დაიწყება 9 დეკემბერს. 
 

სასწავლო პროცესი წარიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში, შემდეგ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #36 (მეტროსადგურ "სამგორის" ზედა ამოსასვლელთან). 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
http://gttc.ge/news/course/ 

პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) პროგრამირების კურის თემატიკას შეგიძლიათ გაეცნოთ 


 

სიახლეებში დაბრუნება