2020 წლის 24-25 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (საქართველო. თბილისი. კოსტავას ქ.77) გაიმართება სამართლის V საერთაშორისო კონფერენცია - “სამართლის აქტუალური პრობლემები”.
კონფერენციის თემა: “სამართლის აქტუალური საკითხები”.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის მუშაობა წარიმართება ორ სექციად:
კონფერენციაზე მუშაობის ფორმები:
კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.
მოხსენების რეგლამენტი – 30 წუთამდე.
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 13 იანვრამდე, განცხადებები და თეზისები გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: nana.nioradze@gtu.ge
მოთხოვნა:
მოხსენებების თეზისები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, არაუგვიანეს 2020 წლის 13 იანვრისა.
თეზისების მოცულობა – არაუმეტეს 500 სიტყვა.
შიფრი (ფონტი)— Times New Roman, 12 pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის), Sylfaen 12 pt (ქართული ენისთვის).
მინდორი (Margins) — ზედა - 2 სმ, ქვედა - 2,5 სმ, მარცხნივ - 3 სმ, მარჯვნივ - 2 სმ.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს (ხელმძღვანელის რეცენზია), მაგისტრებს (ხელმძღვანელის რეცენზია), პრაქტიკოს სპეციალისტებს.