დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები პარლამენტს ეწვევიან
06-11-2019 2019 წლის 13 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით ეწვევიან საქართველოს პარლამენტს, სადაც ისინი შეხვდებიან გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს - კახა კუჭავას. შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტებს გაუზიარებს ინფორმაციას კომიტეტის საქმიანობის და სხვა საკითხების შესახებ. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ პარლამენტის ისტორიული შენობა.